3D სკანირების კურსი დამწყებთათვის
ფოტოგრამეტრია, Matterport და 3D Gaussian Splatting ქართულად: ციფრული ფოტოდან კლიენტისთვის მიწოდებულ ტურამდე. ობიექტებს შეკვეთითაც ვასკანერებ.
კურსის გაკვეთილები ერთ ადგილას
ჯერ საფუძვლები (7 გაკვეთილი), შემდეგ ორი ტრეკი: 3D Gaussian Splatting და Matterport, 12-12 გაკვეთილი. ყოველი ტრეკი საკუთარი პრაქტიკული პროექტით მთავრდება.
წაიკითხე პასუხები კურსზე3D სკანირება შეკვეთით. ფასი ობიექტის ზომის მიხედვით.
Matterport ტური სივრცისთვის
ბინის, ოფისის ან სასტუმროს ვირტუალური ტური, ბმულით, რომელსაც კლიენტი ბრაუზერში ხსნის.


ფოტოგრამეტრიული 3D მოდელი
ობიექტს ან ტერიტორიას ბევრი კუთხიდან ვიღებ და ფოტოებიდან ტექსტურიან მოდელს ვაგებ.
LiDAR სკანირება შენობისთვის
წერტილების ღრუბელი შენობის ან კონსტრუქციის გაზომვისთვის და ციფრული ტყუპისთვის.


3DGS სცენა ბრაუზერისთვის
ვიდეოდან ან ფოტოებიდან ვწვრთნი Gaussian Splatting სცენას, რომელიც ვებგვერდზე ფოტოსავით ჩანს.
გურამ ლაცაბიძე, Reality Capture და 3D
ვაკეთებ რეალური ობიექტების 3D სკანირებას და ამავეს ვასწავლი ქართულად. კურსს ნულიდან ვიწყებ: ციფრული ფოტოთი და პიქსელით.
ტექნიკა ჩემს სამუშაოში: ფოტოგრამეტრია, Matterport, LiDAR და 3D Gaussian Splatting.
მომწერე პროექტზე
რეალური სამყაროს ციფრული აღბეჭდვა
და 3D რეკონსტრუქცია ფოტოდან, ვიდეოდან ან ლაზერული სკანიდან.
ფოტოგრამეტრია · Matterport · LiDAR · 3D Gaussian Splatting · ციფრული ტყუპი
რა ენაზეა კურსი?
ქართულად. პირველი გაკვეთილი ციფრული ფოტოთი და პიქსელით იწყება, ამიტომ წინასწარი ცოდნა საჭირო არ არის.
როდის დაიწყება?
თარიღი ჯერ არ არის. სიაში ჩაწერილებს პირველს მივწერ.
რა აღჭურვილობა მჭირდება?
ამას გაკვეთილი A2.1 განიხილავს, Matterport-ის კამერას კი ტრეკ B-ის მეორე მოდული.
რა ღირს კურსი?
ფასი ჯერ არ არის გამოცხადებული. მოლოდინის სიაში ჩაწერა უფასოა.
შემიძლია სკანირების შეკვეთა?
კი: Matterport ტური, ფოტოგრამეტრია, LiDAR ან 3DGS. ფასს ობიექტის ზომისა და ვადის მიხედვით ვითვლი.
კურსის მოლოდინის სია
დაწყების დღეს ერთ წერილს მიიღებ. სხვა ფოსტას არ გამოგიგზავნი.
